საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მამაკაცი თავისუფალია

ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში ენგურის ხიდით გადმოვიდა.

ტატო ზარქუას გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ტატო ზარქუას ნათესავების ინფორმაციით, ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ტატო ზარქუას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.

მსგავსი თემები