“სანამ Covid-19-ის ვაქცინა არ შემუშავდება, ქვეყნებმა კარანტინი არ უნდა მოხსნან” – The Guardian

ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ აღდგეს გადაადგილება, ადამიანებმა კვლავ იარონ სამსახურებში, მოუწევთ, თვალყური ადევნონ ახალი ინფექციების გავრცელებას და შეეგუონ იმ კონტროლს, რაც ახლა არის დაწესებული მანამ, სანამ არ შემუშავდება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, – ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთში ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომლის შესახებაც The Guardian-ი წერს.

როგორც ჰონგ კონგში მოღვაწე მკვლევარები აცხადებენ, ჩინეთის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა შედეგად გამოიღო ის, რომ ვირუსის პირველი ტალღა მოიგერია ქვეყანამ, თუმცა მეორე ტალღის საშიშროებაც ძალიან რეალურია.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ზომებმა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, Covid-19-ის ვაქცინის გარეშე, შემთხვევები შესაძლოა ხელახლა დაიძრას მას მერე, რაც ამუშავდება ბიზნესები, ქარხნები, სკოლებიც განახლდება, რაც გაზრდის რისკს. თანაც, იმპორტირებული შემთხვევები გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და Covid-19-ის აგრძელებს გლობალურ გავრცელებას”, – აღნიშნავს პროფესორი ჯოზეფ ვუ, რომელიც კვლევის თანახელმძღვანელია.

ჩინეთმა რეპროდუქტიული ციფრების შემცირება შეძლო – თუკი ერთი დაინფიცირებული ადამიანი, საშუალოდ 2-3 ადამიანს გადასდებს ვირუსს, ჩინეთში მიღებული ზომების ფონზე, რეპროდუქტიული ციფრი ერთზე ქვემოთ ჩამოვიდა.

თუმცა, მკვლევარები აცხადებენ, რომ თუკი ნორმალური ცხოვრება სწრაფი ტემპებით აღდგება, მაჩვენებლები კვლავ მოიმატებს. ამიტომ, ხელისუფლებები კარგად უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.

”მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პოლიტიკა, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია და ქცევითი ცვლილებები, სავარაუდოდ, გარკვეული დროით შენარჩუნდება, ბალანსის დაცვა ეკონომიკურ საქმიანობასა და რეპროდუქტიული ციფრის ერთზე ქვემოთ შენარჩუნებას შორის, სავარაუდოდ, საუკეთესო

სტრატეგია იქნება, სანამ ეფექტური ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახდება,” – ამბობს ვუ.

ლანცეტის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომი ემყარება ჩინეთში ეპიდემიის მოდელირებას. იგი გვიჩვენებს, რომ ტერიტორიულ ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, 1%-ზე ნაკლები, ვიდრე ხუბეის პროვინციაში, რომელსაც გარდაცვალების მაჩვენებელი თითქმის 6% ჰქონდა. ის ასევე იცვლებოდა თითოეული პროვინციის ეკონომიკური კეთილდღეობის მიხედვით, რაც დაკავშირებული იყო ჯანდაცვის შესაძლებლობებთან.

“ისეთ აყვავებულ და კეთილმოწყობილ მეგაპოლისებშიც კი, როგორიც არის პეკინი და შანხაი, ჯანდაცვის რესურსები სასრულია და სერვისი მიდის კრიზისამდე, როდესაც მასზე მოთხოვნა მოულოდნელად, ერთბაშად იზრდება.” – აცხადებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ლინგი.

მსგავსი თემები