“სანამ ის ადგილი არ გამოიცვლება პარლამენტში, სადაც ნივთიერება დაღვარეს, სუნს ვერავინ გაიყვანს” – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ვიდრე პარლამენტის შენობაში ის ადგილი არ გამოიცვლება, სადაც ნივთიერება დაღვარეს, იქიდან სუნს ვერავის გაიყვანს, რამაც, შესაძლოა, ადამიანებზე ისევ მომწამვლელად იმოქმედოს.

მისი თქმით, ნივთიერების დაღვრიდან მეორე დღესაც, ალერგიულ ადამიანებს იგივე რეაქცია ჰქონდათ:

„როგორც ვიცი, მეორე დღესაც იდგა სუნი და მე ადამიანმა მითხრა, რომელიც იქ იყო, რომ ჰქონდა ალერგიული რეაქცია. დარწმუნებული ვარ, სანამ ის ადგილი არ გამოიცვლება, იქიდან სუნს ვერავინ გაიყვანს. სადაც დასხმულია სითხე, ის ადგილი მთლიანად უნდა შეიცვალოს, თორემ შესაძლოა, ადამიანებზე კიდევ დიდხანს იმოქმედოს მომწამვლელად,“ – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, იყო თუ არა აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, თუმცა ამ შემთხვევაში, იკვეთება კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, – ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანთა ჯგუფზე, მათი ნების წინააღმდეგ.

მსგავსი თემები