სამშენებლო თაღლითობა მეუფეს მონაწილეობით – დემურ გიორხელიძე და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თვეების განმავლობაში ვერაფერს მივაღწიეთ, საქმე ეხება 155 ოჯახს, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ დაზარალებულად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში “კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.

დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ დასრულებულ კორპუსში მოსახლეობის შეშვება დღემდე ვერ ხერხდება, მისივე განმარტებით იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოქმედებს, გიორხელიძე საქმეში დაინტერესებულ პირად სინოდის წევრსაც ასახელებს.

„მე ვიყავი ერთ – ერთი ამხანაგობის დამფუძნებელი. მოხდა ისე, რომ აღმასრულებელი პირი გარდაიცვალა და დავრჩი მე, სახლი აშენებულია 18 სართულიანი, ეს არის ჟვანიას 2 ნომერი. პრობლემა ისაა, რომ სამი წელი სახლში ვერავინ შედის, დაყადაღებულია, სახელმწიფო სტრუქტურა არეგიგსტირერებს 1200 კვადრატულ მეტრ ფართს უკანონოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რომლის არანაირი უფლება მას არ ჰქონდა. ამ ყველაფერში  ჩარეულია იუსტიციის სამინსიტროს მაღალჩინოსანი, როგორც ვიცით, ამ საქმით დაინტერესებულია ასევე, მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი, მოვითხოვ გამოძიებები დასრულდეს” – განაცხადა დემურ გიორხელიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.


მისივე თქმით, ის თბილისის მერსაც შეხვდა და კანონის ფარგლებში დახმარება სთხოვა.

“მე შევხვდი ქალაქის მერს და დახმარებას დამპირდა, სახლი აშენებულია და მოგვცენ საშუალება დავასრულოთ ეს პროცესი. ეს სასულიერო პირი ინვესტორის ახლო მეგობარია და ის იყო ინვესტორის მომყვანი, ამ ფულს, როგორც ჩანს ის აკონტროლებდა,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები