სამართლებლივი დავა „თი-ბი-სი” ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის, ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი” ბანკს შორის არსებული პრობლემა კი, მისი თქმით, ამოწურულია.

„ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი“ ბანკს შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თი-ბი-სი” ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“ – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

მსგავსი თემები