სალომე ზურაბიშვილსა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა   

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ -ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა. მან ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედია გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს, უახლოეს მომავალში განახორციელებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მსგავსი თემები