სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღე დარჩება – პრეზიდენტის გეგმები

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურიას ეწვია. ქვეყნის მთავარსარდალი რეგიონში სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

არსებული ინფორმაციით , დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში – სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან.

ხვალ, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ხვალვე, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, გაეცნობა რეაბილიტაციის პროცესს და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.

პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

პრეზიდენტის ვიზიტის პირველივე დღეს გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და პრასით დახვდნენ.

მსგავსი თემები