„საზღვრები უნდა გახსნილიყო, ლოდინი გაურკვეველია” – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკი არსებობს ტურისტების შემოდინებასთან ერთად, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას საზღვრის გახსნაზე,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ინფექციონისტი თვლის, რომ რისკი საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გარდაუვალია, რადგან ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება.

„საქართველოში სიტუაცია საუკეთესოა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება. ვთვლი, რომ პირველ ივნისსაც უნდა გახსნილიყო საზღვრები. ჩვენს გარშემო ქვეყნებში სიტუაციის ნორმალიზება ჯერ ვერ მოხდება, ამიტომ, ლოდინის მიზანი გაურკვეველია. ეს რისკი გასაწევია, სულ ჩაკეტილი ქვეყანა ვერ ვიქნებით, რისკი არსებობს ტურისტების შემოდინებასთან ერთად, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას საზღვრის გახსნაზე. პერსპექტივაში ვერ ვხედავთ რა არის სამიზნე საზღვრების ჩაკეტვის,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები