„საბედნიეროდ, ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს ორი პონდემიის დამთხვევა – ორი პანდემიის თანხვედრა იქნება ძალიან მძიმე“ – ინფექციონისტი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

“შემოდგომაზე ველოდებით სეზონურ გრიპსაც და მოსალოდნელია მათი თანხვედრა კორონავირუსთან, რადგან არავის გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი შემოდგომაზე გაივლის, თუმცა ორი პანდემიური ვირუსის ერთად თანხვედრა იქნება გაცილებით სავალალო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მედიკოსის თქმით მსოფლიოს დღემდე ორი პანდემიური ვირუსის თანხვერდა არ ახსოვს, თუმცა, როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს „გამორიცხული არაფერია.“

„კორონავირუსის გამო მიექცა ყურადღება ამ ვირუსებს. ჩვენ მუდმივად ვცხოვრობდით ამ რისკებზე დაკვირვებით. ეს პროცესი ყოველთვის არის, რეკომბინაცია ხდება, ხშირია ღორის ორგანიზმში, როდესაც სხვადასხვა ვირუსები ერთად ხვდება და აეწყობა ახალი ტიპის ვირუსი, ამიტომ მჭიდრო დაკვირვება უნდა მოხდეს, ასევე სხვა ცხოველებზე. სამწუხაროდ, ჩინეთი ერთ – ერთი ის ადგილია, სადაც ხშირია აღნიშნული ვირუსების თავმოყრა. იქ ცოცხალი ცხოველების ბაზრობაა გადაჭიმული, სადაც ხვდება ადამიანიც და ეწყობა ახალი ვირუსები. სიფრთხილე აუცილებელია და დაკვირვება. სეზონური გრიპიც ხშირად იწყება ჩინეთიდან, მერე ეს ვირუსი პანდემიურ ხასიათს იძენს თუ არა ეს სხვა თემაა” – განაცხადა ინფექციონისტმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ახალი ვირუსი მეორე ფაზაშია, როდესაც ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ჯერ არა, რაც დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებეზეც.

“საბედნიეროდ მსოფლიოს ჯერ არ ახსოვს ორი პანდემიის დამთხვევა, ორი პანდემიის ერთად თანხვედრა იქნება მძიმე.  შემოდგომაზე ველოდებით სეზონურ ვირუს და იქნება ეს თანხვედრაში კორონავირუსთან, რადგან იმის ილუზია არ გვაქვს, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი გაივლის,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები