“რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილს ყადაღა დაედო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოდან აცნობეს, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილს ყადაღა დაედო.

კახა კოჟორიძემ აქიმიძისა და დვალის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანა. მოსარჩელე მხარე ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს.

„რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელევიზიის 60-პროცენტიანი წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის.

მსგავსი თემები