რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა – რეკომენდაციები

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ტურისტული კომპანიების, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორების, გიდებისა და მძღოლებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ​თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად.

ამასთან, ტურისტული ჯგუფი, მათ შორის გიდი და მძღოლიც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი ან სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად.

„მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური; რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით; ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გიდის ვალდებულებებს, გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი. ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია. ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ. დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა. თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.

გამონაკლისი ვრცელდება 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში. ამ შემთხვევაში დასაშვებია მოზარდის დადგენილზე მცირე მანძილზე განთავსება

მსგავსი თემები