“რა უნდა „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებში, თუ ერთი ქალის მოძებნა არ შეუძლია” – ირაკლი კობახიძე

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

„წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც ჰყავდეთ ამ ოთხ კანდიდატს შორის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

მსგავსი თემები