„რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს“ – ზურაბ ჟვანიას მეუღლე საკუთარ შვილზე  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ოჯახი კი აცხადებს, რომ მისი შვილი დამნაშავეა.   

„ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო და მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება.  ბრალის დამძიმება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ ასე მძიმედ“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილი გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის დააკავეს.    

მსგავსი თემები