“რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

პარტია „ამცახარას“ წევრებმა სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, არ აღიარონ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.

მსგავსი თემები