“რატომ უნდა იყოს ციხეში, იყოს სახლში” – თენგო ბარბაქაძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„საზოგადებას ჰქოგონია რომ ჩვიდმეტივე ახალგაზრდა ჰყავს მოკლული გიორგი შაქარაშვილი, რაც არასწორია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ ბარბაქაძის მიმართ გამოძიებამ ყველა კითხვა ამოწურა და ის სახლში უნდა იყოს. ადვოკატი საგამოძიებო პროცესიდან ერთ დეტალს იხსნებს და ამბობს, რომ პროკურორი მათგან არარსებულ ჩანაწერს ითხოვდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედვებიან ძალადობას, პროკურატურის განმარტევითმ დაპირისპირება არის ცემა – ტყეპა, რაც ვიდეოში არ ჩანს. ერთი საინტერესო მომენტი გვქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როცა კადრებს ვათვალიერებდით, პროკურატურიდნ მოვიდა შეტყობინება, რომ თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარ ფაქტზე კარგად არ წერდა და ითხოვდნენ, რომ დაეწერამ თითქოს კადრებში ცემა-ტყეპა და თავისა და ტანის არეში დარტყმაზე დაეწერა, რაც ვიდეოჩანაწერში ნამდვილად არ იყო. როგორც ჩანს, ასე ცდილობდნენ გაემყარებინათ თავის ბრალდება. ბუნებრივია, არ დავთანხმდი” – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოლოგიურად განადგურებულია.

“ფსიქოლოგიურად განადგურებილია. ვერ ხვდება რატომაა ციხეში. მას აქვს ბევრი კითხვა, რაზეც პასუხი არ გამაჩნია.  საზოგადებას ჰქოგონია, რომ ჩვიდმეტივე ახალგაზრდა ჰყავს მოკლული შაქარაშვილი, რაც არაა სწორი,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ თენგო ბარბაქაძეს გამოძიება, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალადობას ედავება.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.


მსგავსი თემები