რაგბისტების ადვოკატები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რაგბისტების ინტერესების დამცველები  ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ ადვოკატებმა პროკურატურის მხრიდან  საქმის მასალების გადაცემისას, შემთხვევით მიიღეს ფაილი, რომელიც პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.  ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სწორედ ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროვა.  მისი ინფორმაციით,  პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეს მასალა ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში ინახებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე დაიწყო.

მსგავსი თემები