კურორტ “გოდერძიზე” ავსტრიული ვერტმფრენი იფრენს

კურორტ “გოდერძიზე” ვერტმფრენი იფრენს. პირველ რეისს ავსტრიული კომპანიის ვერტმფრენი კურორტზე 18 იანვარს შეასრულებს.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის ვერტმფრენი „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

აღნიშნული ავსტრიული კომპანია ფრენებს გოდერძის გარდა მესტიასა და ყაზბეგშიც განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში ოპერირებას, 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით განახორციელებს.

მსგავსი თემები