მათი განცხადებით, პროკურატურამ კონფიდენციალური მასალები სასამართლო სხდომის გამართვამდე გამოაქვეყნა. ადვოკატების თქმით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში იმ მტკიცებულებებზე იყო საუბარი, რომელთა გამჟღავნებაზე პროკურატურამ თავად თქვა უარი და რის გამოც სასამართლო სხდომები დაიხურა. თუმცა, თავად დაცვის მხარე, აღნიშნული მასალების გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ხედავს.
როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი თავიდანვე მოითხოვდნენ, სასამართლო პროცესი საჯარო ყოფილიყო და საზოგადოებას სრულყოფილად სცოდნოდა საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალი ზუსტი მეცნიერება არ არის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საქმეს სხვაგვარი მიმართულება მიეცეს და სულ სხვა შედეგი დადგეს.
“სიუჟეტი დაიწყო ტექსტით: საქმის მასალებმა თავდაყირა დააყენა კობაურის მიერ მიცემული პირველი ჩვენება. ამას, ჩვენ თავიდანვე ვამბობთ, რომ კობაურის პირველი ჩვენება არის თვით გამოძიების ვერსია. სიუჟეტში არაფერია ნათქვამი თავად ჩვენების შინაარსზე”, – განაცხადეს კობაურის ადვოკატებმა “მთავარში“.