პრეზიდენტის ინაუგურაცია რამდენიმე ქალაქში გაიმართება

პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილ კომისიას ინაუგურაციის ადგილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპისთვის, კომისია ინაუგურაციის ლოკაციად 2 ქალაქს განიხილავს, რომელსაც შესაძლოა მესამეც დაემატოს. თელავი და წინანდალი, ამ დროისთვის კომისია ამ ორ ლოკაციაზე მსჯელობს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოო დასტურს ველოდებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან ინაუგირაციას ვინ დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სტუმრების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ამ კითხვაზე პასუხი ორშაბათისთვის გვეცოდინება. დღევანდელი მდგომარეობით კი ინაუგურაციის ადგილად თელავი და წინანდალი განიხილება, თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს“, – აღნიშნა პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარე კახი კახიშვილმა მედიასთან.

მსგავსი თემები