პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედი გეგმა დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზეა გამახვილებული.

“კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია,  ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, კომიტეტის მუშაობის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება.

“ასევე,  დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვუყარეთ კენჭი პირველი მოსმენით. ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია”. – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მსგავსი თემები