პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივა ჩააგდო

17 დეპუტატი 45-ის წინააღმდეგ – ამ შედეგით დასრულდა პარლამენტის კენჭისყრა კანინპროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც ეკა ბესელიამ მოამზადა და პარლამენტის 9 დეპუტატმა მოაწერა ხელი.

კანონპროექტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17-კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის კი, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებდა. სავარაუდოდ ხვალ, ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას გააკეთებს, რომელიც გუნდის დატოვებას ეხება.

მსგავსი თემები