“პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისია” – საერთაშორისო ექსპერტები

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მსოფლიო პრაქტიკას შეესაბამება და ქვეყნის რესურსებთან შედარებით მასშტაბურია.

მათ ეს პოზიცია, ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან შეხვედრის დროს დააფიქსირეს. 

“შეხვედრის მიზანი იყო შეგვეჯერებინა უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების პოზიციები და მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა, რომელიც ადგილობრივ რეალობას შეესაბამება,”- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რეკომენდაციები ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკის სამომავლო განვითარების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებას.

“განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მომდევნო ღონისძიებებიც. განსაკუთრებული აქცენტი დაისვა მათი მხრიდან იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში ფისკალური პოლიტიკა ძალიან სწორი და დროული იყო,”- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა. 

მსგავსი თემები