ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიო და პრასით დახვდა

გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” განაცხადებით, ზურაბიშვილმა გურულების ტრადიციული კალანდის ჩატარება 6 საათით ადრე მოითხოვა, რაც მათთვის მიუღებელია.

“ზურაბიშვილი მდიდრულ სუფრებს არის შეჩვეული, გურიაში კი ხალხს ლობიო და მჭადიც არა აქვს, ამიტომაც დავხვდით ასე” – აცხადებს ოზურგეთის “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერი ბესო ქათამაძე.

სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია.

მსგავსი თემები