“ოპოზიციას უშველებელი ამბიციები ყოფს, რაც მოსალოდნელი იყო” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის, შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები მათ ამბიციებში ყოველდღიურად ჩანს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მათ მხოლოდ დესტრუქცია აერთიანებთ. მისივე თქმით, ოპოზიციას უშველებელი ამბიციები ყოფს, რაც მოსალოდნელი იყო.

„ნებისმიერი ქვეყნისთვის საფრთხეა, როცა სხვადასხვა პარტიებიისგან შემდგარი ჯგუფი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მათ ქმედებებში არანაირი კოორდინაცია და დამოკიდებულება არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციის შანსები ძალიან დაბალია. სწორედ მათი დესტრუქციაა იმ საქმიანობის ჩამნაცვლებელი, რაც პარტიებსა და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ მართებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები