ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია საგარეო უწყებასთან დაიწყო და სახელმწიფო კანცელარიასთან გაგრძელდა 

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართეს, ხოლო შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები, ოკუპანტების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ  სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას ითხოვენ. ასევე, აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადოდ ინფორმირება.

აქციაზე, 11 ივლისს ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძის მეუღლეც იმყოფებოდა.

„დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, ყველაფერს ვიგებთ ჟურნალისტებისგან. ჩვენ ვეყრდნობით ისევ სახელმწიფოს. გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ არ დავნებდებით, ჩვენ დროზე უნდა გავათავისუფლოთ ზაზა. ჩვენი მოთხოვნა სხვა არაფერია. დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ისინიც მოქმედებენ როგორც შეუძლიათ, თუმცა დღეს უკვე მეცხრე დღეა, ზაზა გატაცებულია“, – აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

მსგავსი თემები