“ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ვლადიმერ კაკაბაძის განცხადებით, გასულ წლებში ქვეყანაში დემოკრატია იყო.

აღნიშნულ განცხადებას, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის რეპლიკა მოჰყვა. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებას „ზონდერი“ მოსამართლეების არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა ვლადიმერ კაკაბაძემ დასძინა, რომ ამ განცხადებას არ ეთანხმება, რადგან მისთვის დასახელებული ფაქტები არაა ცნობილი.

„როცა საუბრობდით, რომ იყო დემოკრატია ქვეყანაში, მგონი, მარტო თქვენ გგონიათ და „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილი რომ ამბობს დავბრუნდებიო, დაბრუნდება. ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები