“ნუ გამხდი ხალათს” – ამ ლოზინგით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ.
სტუდენტები ასევე რეზიდენტებისთვის, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებასა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.