ნიქოზის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ნიქოზში აქცია გაიმართა და ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განაცხადებით, ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები.

აქციას გამოეხმაურა საქართველოს რკინიგზაც და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რის გამოც საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი.

„საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად, საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მსგავსი თემები