ნინო წილოსანი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის მუშაობა ეფექტური რეფორმის ნაწილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა დღეს გამართული შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს მუშაობა იმ ეფექტური რეფორმის ნაწილია, რომელიც საზოგადოების ნდობას უზრუნველყოფს.

“სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა”, – აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, გამოძიების ეფექტურად წარმართვა და პრევენციული ღონისძიებებია.

“უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც. შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა, ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები