ნაძალადევში, მახალდიანის ქუჩაზე, 6 კერძო სახლი დაიწვა

ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქუჩაზე,  რამდენიმე კერძო სახლი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახლების რაოდენობა დაახლოებით 6-ია.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სადენებმა გამოიწვია.

შედეგად არავინ დაშავებულა და ადამიანების გამოყვანა დროულად განხორციელდა. 

 ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ისინი დაზარალებულებს დაეხმარებიან და ღია ცის ქვეშ არ დატოვებენ. 

მსგავსი თემები