ნაღმები თბილისში – ენერგოომბუდსმენი სარისკო მუნიციპალიტეტებს  ასახელებს

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის ის საშიში უბნები დაასახელა, სადაც კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გაყვანილობებია. ენერგო ომბუდსმენის განმარტებით, ისანი-სამგორის და გლადანი-ნაძალადევის რაიონები, ამ მხრივ განსაკუთრებულად საშიშია.

მისივე შეფასებით, კერძო დასახლების ეზოებში, მრავალი ოთახია გაქირავებული, რომელშიც ცალ-ცალკეა განთავსებული კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები.

“ცხელი წერტილებია ისანი, სამგორი, ნავთლუხის კერძო დასახლება, ასევე გლდანი, ნაძალადევი. ეს ის უბნებია, სადაც კერძო დასახლებებია და ბევრი ოთახებია გაქირავებული, რომელშიც შესაძლებელია, კუსტარულად იყოს მოწყობილი როგორც ქსელი, ასევე, ღია წვის დანადგარები. ეს დანადგარები ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, პირველი შემოწმება სწორედ ამ უბნებში განხორციელდება. “პირველი სწორედ ეს უბნები შემოწმდება. წლის ბოლომდე კი თბილისის ყველა უბანს მოვიცავთ,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები