ნატოს გზაზე საქართველოს წარმატებებზე ბრიუსელში შეფასებები დღეს გაკეთდება

 

ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, დღეს საქართველო და უკრაინა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს პრეზიდენტი  ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. სწორედ დღეს ისაუბრებენ როგორია საქართველოს წარმატება და შესაძლებლობა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

თუმცა, ნატოს სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე.

„მსგავსი ჩანაწერი პირველია, სადაც მითითებულია  მასპინძელი ქვეყნის ნებაზე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – აცხადებს   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი.

მისივე შეფასებით, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული, როგორც ასპირანტი ქვეყანა. დადებითადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან.

ნატოს სამიტის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით საქართველოს  და ბულგარეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა უკვე გამართეს. სამიტის ფარგლებში, ნატოს წევრი სახელმწიფოები განცხადებასაც მოამზადებენ.

მსგავსი თემები