ნარკოტიკების გავრცელების მხრივ, თბილისის შემდეგ, აჭარა და ქუთაისი ლიდერობს (ვიდეო) 

საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების კუთხით, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ინტერნეტ-გამოწერა სახელდება. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ, ე.ს. ცხელი წერტილი აჭარის რეგიონია. შავ ბაზარზე არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველმა მოადგილემ გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ნარკოტიკების გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი არის ინტერნეტ გამოწერა, რომელთანაც სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ამავდროულად არის საშიში და მომხმარებელი რჩევა მოტყუებული,  ცაიტნოტში, რადგან მან არ იცის რას ყიდულობს. ყიდულობს სხვა რამეს და რეალურად, ხელში რჩება სხვა პრეპარატი.  ამას ვამბობ ჩვენთან მოსული პაციენტებიდან გამომდინარე. ისინი აცხადებენ, რომ მოიხმარენ ერთი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა, რეალურად, კვლევების შედეგად დასტურდება, რომ მოიხმარენ სხვა რამეს.  მაგალითად, პაციენტი დარწმუნებული იყო, რომ მოიხმარდა ჰეროინს და რეალურად, კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ის სულ სხვა ნივთიერება იყო“ – განაცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ნარკოტიკების გავრცელების მაჩვენებელს რეგიონების მასშტაბით, ე.წ. ცხელ წერტილად აჭარა და ქუთაისი რჩება.   

„არსებობს კვლევები, რომელ რაგიონში რა რაოდენობით არის მომხმარებელი. ამ მხრივ, აჭარის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ფაქტიურად, აჭარა არის ცხელი წერილი თბილისის შემდეგ, შემდეგ მოდის ქუთაისი. ყველაზე ნაკლები მომართვიანობა კი გორშია“ – განაცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები