“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია მსოფლიოს კორონავირუსისგან განთავისუფლება.

„ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ. არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, სადაც აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს, კუნძულები და სხვა ადგილები, მაგრამ იქაც არსებობს ვირუსის ხელახალი შემოტანის რისკი“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

შეგახსენებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მსგავსი თემები