მცხეთის მუნიციპალიტეტსა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა გიორგი კაპანაძემ მოაწერეს.
მხარეები მზად არიან, ითანამშრომლონ მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვისთვის ახალგაზრდა პროფესიული კადრების სწავლების პროცესში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის წარმართვაზე, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა, უნივერსიტეტში არსებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო, შემოქმედებითი და სხვა სახის შეხვედრების წახალისებას; სპორტული შეჯიბრებებისა და ინტელექტუალური ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზებას; წარჩინებული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას.
​ხელმოწერის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

მსგავსი თემები