„მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევების ჩატარებას ართულებს” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძის მიერ, წარდგენილი, „მუქარის წერილის დედანი“, თვეების განმავლობაში, არაერთი პირისთვის ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყო, რაც ართულებს მასზე
დაქტილოსკოპიური კვლევის ჩატარებას.

„აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.  ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გუშინ ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები წარადგინა. ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. იმ პირების იდენტიფიცირება კი, ვისაც ანაბეჭდები ეკუთვნის, კორძაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.

მსგავსი თემები