მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს 250 134 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსით 3 571 615 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 145 407 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (68.4 ათასი) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (29 ათასი), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (28.8 ათასი).

მსგავსი თემები