მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12 მილიონ 12 ათასს აღემატბეა. COVID-19-მა უკვე 548 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. 7 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პირველ ადგილს ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები იკავებს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამე პოზიციაზე კი ინდოეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები