მსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდგინდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. COVID-19-ზე დადებით აღმოჩნდა მისი მეუღლის ტესტიც.

ჩოგბურთელის ინფიცირება მის მიერვე ორგანიზებულ ამხანაგურ ტურნირს უკავშირდება. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არიან ამ ტურნირში მონაწილე ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი და ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

მსგავსი თემები