მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის სამეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

“2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“  წევრის ირაკლი ნოზაძის  მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ.  სასამართლომ  ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2  წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ,  ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის,  მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც  დაუზიანდა არტერია.  შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, ” –  აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ირაკლი ნოზაძე გასული წლის 25 ივნისს, თბილისში,  წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭეს, 29 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერლის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალბატონს პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მეორე ქალბატონს კი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინათ.

მსგავსი თემები