მმართველ გუნდს გედევან ფოფხაძეც ტოვებს

ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება გედევან ფოფხაძემაც მიიღო, ოფიციალურად მან პარტიას და ფრაქციას უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მიზეზებზე გედევან ფოფხაძე უფრო კონკრეტულად, ორშაბათს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდის დატოვება თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური არჩევანია.

„გედი ფოფხაძემ გუშინ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს შექმნილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები