“მიმდინარე კვირას ორი ვირუსი ცირკულირებს – რინო და ადენო” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას ორი ვირუსული ინფექცია  – რინო ვირუსი და ადენო ვირუსები ცირკულირებს.

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, რინო ვირუსი, სასუნთქი სისტემის დაავადებაა და შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება. მისი თქმით, ადენო ვირუსებს, თვალების სიწითლე და შეშუპება ახასიათებს.

„ორივე, გაციებით გამომწვევი ვირუსია. ამ ვირუსებს სიცხე ახასიათებს და რამდენიმე დღე გრძელდება,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე განმარტებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა.

“ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იმყოფება გრიპის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ: ორსულები, 65 წელზე მეტი ასაკის პირები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონენი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის მქონე პირებთან და მათი მომვლელი პერსონალი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები