„მილიონი რომ მქონოდა, მორგს კი არ გავაკეთებდი, აგარაკს ვიყიდდი ფლორიდაში” – სახელმწიფო რეგულაციები, რომელიც ექსპერტიზას კლავს

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმ უსარგებლო სახელმწიფო რეგულაციებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ექსპერტიზაც კლავს და საქმეების გახსნას აფერხებს. მაია ნიკოლეიშვილმა, აღნიშნული პრობლემებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინიტროს ექსპერტები „ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი.“   

„ქვეყნისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის არსებობა დიდი ფუფუნებაა. ის რაც მოვიპოვეთ, არსებული უსარგებლო რეგულაციებით ნადგურდება. პირველი პრობლემა, რაც დღეს ამ კუთხით არსებობს, არის უუფლებო დაზარალებული. ადრე, დაზარალებულს გარკვეული უფლებები ჰქონდა, დღეს კი ეს არ არსებობს. საქმეები ვერ იხსნება იმიტომ, რომ დაზარალებულს არ შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი რესურსი, თუნდაც, მტკიცებულებების შეგროვების. შაქარაშვილის ბიძას ეს შესაძლებლობა და უუფლებო რომ ჰქონოდა, ადგილზე უამრავ მტკიცებულებას შეაგროვებდა. მაგრამ კანონით არის შეზღუდული“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება მეორე პრობლემას, ექსპერტის თქმით, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ყელში ყავხარ წაჭერილი დამოუკიდებელი ექსპერტი. მაგალითად, შევარდნას დროს, მე ჩემი ცოდნის დადასტურება შემეძლო და მეტი არაფერი მჭირდებოდა. დღეს, ჩვენ გვჭირდება უამრავი უსარგებლო რეგულაციის გავლა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავდე ქეჩოში დაჭერილი. მაგალითად,  სამედიცინო ნარჩენების გატანაზე, ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს დაწესებულებასთან, თუმცა მე სამედიცინო ნარჩენები არ გამაჩნია, მე ვმუშაობ კომპიუტერთან და ფურცლებთან, რა სამედიცინო ნარჩენი უნდა მქონდეს. მაგრამ, ეს აუცილებლად უნდა გქონდეს და ასეთი ათეულობით უსარგებლო რეგულაცია არსებობს. უნდა დადო ხელშეკრულებები, რომლებიც არც გჭირდება“ – განაცხადა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

გარდა აშნიშნული პრობლემებისა, მაია ნოკოლეიშვილი თვლის, რომ ექსპერტიზის სისტემა შესაცვლელია.

„ასევე გვავალდებულებენ ლაბორატორიის ქონას, რასაც მილიონები სჭირდება. მილიონერი რომ იყო და მილიონი რომ მქონდეს, მორგს კი არ გავაკეთებ, აგარაკს ვიყიდი ფლორიდაში. სწორად გამიგეთ; ექსპერტიზის სისტემა – საჭიროა კოსმეტიკური და ძირეული ცვლილებები,ჩვენ ვმუშაობთ სსრკ-ს  სტანდარტებითა და  რეგულაციებით; სამხარაულის ბიუროში  სერიოზული ორგანიზაციული პრობლემებია, კადრები ძალიან ცოტაა. შეუძლებელია იმდენი ექსპერტი, რამდენიც საქართველს სჭირდება. რომ ნახოთ ამ ექსპერტების მუშაობა და გადატვირთულობა, შეუძლებელია ხარისხზე საუბარი“ – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები