მთაში, 6 ახალი სკოლა და 12 საბავშვო ბაღი აშენდება

2019 წელს, მთის მოსახლეობისთვის, 6 ახალი სკოლა აშენდება და 15 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის. აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი. სკოლის მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტით მიიყვანენ. დაინერგება მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემები; განვითარდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებები; გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მთის დასახლებებში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა.

პრემიერის თქმით, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლება,მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება შობადობის წახალისების კიდევ უფრო მასშტაბური მექანიზმები; მთაში ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წასახალისებლად 2019 წელს შემუშავდება და დაინერგება სპეციალური პროგრამები.

მსგავსი თემები