“მთავარი თემაა საერთაშორისო ზეწოლა და საოკუპაციო ზონასთან მცხოვრები ხალხის გადარჩენა” – გია ვოლსკი

„ტვ „ფორმულამ“ ამოიღო ჩემი საუბრიდან რაღაც მონაკვეთი და მთელი დღე ატრიალებენ,  სახალხო დამცველიდან დაწყებული და თქვენი არხით დამთავრებული“, – მიმართა  „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს   პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.

„ამხელა ისტორია მოვყევი, რა მოხდა და როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე. და ამ მდგომარეობამდე რომ მიხვალ, არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი ფრაზები და განცხადებები.  რა უნდა ქნა? რა და ის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო მაინც აკეთებს. რუსეთი ეკონომიკურ ფასს იხდის. ვერ ხედავთ, რა მდგომარეობაშია რუსეთი და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში რამდენი პრეტენზია არსებობს რუსეთის მიმართ?!. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ძალიან სერიოზული დაირისპირებაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია მსოფლიო დაპირისპირებისა. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლაც ჩვენი ხათრით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ვოლკსიმ.

მსგავსი თემები