„მე იმ მორაგბეებს არ ვიცნობ და ვერავის ადვოკატი ვერ ვიქნები“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ამ ქვეყანაში ყველა ყველას ნაცნობია და ვიღაც ვიღაცას უჭერს მხარეს, ეს „ზონდერობას” არ უნდა ნიშნავდეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბისტმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

აბუსერიძე ყველას მოუწოდებს, რომ გამოძიებას დაელოდონ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ იმ სპორტსმენებს, ვისაც მომხდართან შეხება არ აქვს.

„ჩრდილს ნუ მივაყენებთ სპორტის სახეობებს, ერთეული ადამიანების გამო ყველას შეურაცხყოფა მიაყენო არასწორია. ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას, ვინ იყო დამნაშავე , დაველოდოთ და ყველაფერს ფარდა აეხდება. რაც შეხება „ზონდერობის“ დაბრალებას, ამ ქვეყანაში ყველა ყველასთან ახლოს ვართ და არჩევნებზე ვიღაც შეიძლება ვიღაცას უჭერდეს მხარს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას და შეურაცხყოფას. კრიმინალები და ზონდერების ძახილი მიუღებელია, მსგავსი ნაბიჯი შეიძლება გადადგას ნებისმიერმა ადამიანმა. მე არ ვიცნობ პირადად ამ დაკავებულ რაგბისტებს, მორაგბეები ვინც იცნობენ დადებითად ახასიათებენ, მაგრამ მე არავის ადვოკატი რ გავხდები, დაველოდოთ გამოძიებას“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები