მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მოუწოდებს ყალბი ვებგვერდებით არ ისარგებლონ 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ე.წ შავ სიაში მოხვედრილ მოქალაქეებს მოუწოდებს, ყალბი ვებგვერდებით არ ისარგებლონ და განმარტავს, რომ vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს.

მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ 2019-2020 წლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება.

„ეს არ არის ის რესურსი, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ არის თანხა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრას შევძლებთ. მთელი პოლიტიკური გუნდი მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაყენოთ დადებითი შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები