ლიტერატურა და მითოლოგია მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ცხოვრებაში

უაზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძისთვის, რომელიც მოქმედი გენერალური პროკურორია, პარლამენტში კითხვების დასმა, კომედიის ჟანრში მიმდინარეობს. კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმოადგენლები მოსამართლეობის კანდიდატს „ვეფხისტყაოსანსა“ და მითოლოგიაზე კითხავენ.

რომან გოცირიძე: სამართლიანობის ქალღმერთი ვინ არის?

შალვა თადუმაძე:  ვიკიპედია არ მაქვს, ეგ თქვენ მოიძიეთ.

რომან გოცირიძე:  რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?

შალვა თადუმაძე:  არ ვიცი, ალბათ იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.

რომან გოცირიძე:   ვის, ძველ ბერძნებს?

შალვა თადუმაძე: დიახ.

რომან გოცირიძე:  რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?

შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ კარგი.

რომან გოცირიძე: რას ნიშნავს პლუტოკრატია (მდიდრების მმართველობა)?

შალვა თადუმაძე: იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ გულისხმობთ.

რომან გოცირიძე: „დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?

შალვა თადუმაძე:  ჩემგან გინდათ პასუხები რომლის პასუხებიც თქვენ არ იცით?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.

მსგავსი თემები