“კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული მოქმედებებით” – გიორგი ვოლსკი

„საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ ამდაგვარი არაფერი ხდება, ხოლო იმ 19 ადამიანიდან, ვინც 20 ივნისის შემდეგ დააკავეს, 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან დაკავშირებით, რომელსაც უტყუარი სამხილები წარუდგინეს“,- ამის შესახებ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით უპასუხისმგებლო განცხადებები ქვეყანას შიგნიდან და გარედან აზიანებს. 

„დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდ დოზით დეზინფორმაცია და რომელი რუსების დეზინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ?

თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ. არასწორი ინფორმაციაა ჩვენს დეპუტატებზე, ზოგადად ვითარებაზე, რომ კრიზისია. დიახ, კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია. კრიზისი შექმნეს. კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით და მოქმედებებით. რომ დავუჯეროთ სახალხო დამცველს, კი არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს კანონდარღვევა საწყლებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ ჩვენ შევუქმენით პოლიტიკური მიზეზები ამისათვის. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ქვეყნის მიტაცებასა და მმართველობაზე საუბარი, რომელიც ასევე ინტენსიურად მიეწოდება როგორც არასწორი ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები