„კორონავირუსის“ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს „კორონავირუსი“ დაუდასტურდათ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა სწორედ ამ ადამიანებს უკავშიდებათ.

„3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები